უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2024 12:55
font-size

დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული - „სტუდია მონიტორი“

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები - ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას, - ამის შესახებ „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი „სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ. დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები. გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც „სტუდია მონიტორის“ ოფისია განთავსებული. ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში. მიუხედავად ამისა, „სტუდია მონიტორის“ გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას. არა რუსულ კანონს! - აღნიშნავენ „სტუდია მონიტორში“.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა

20 მაისი, 2024 , 17:33

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

21 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება

20 მაისი, 2024 , 14:54

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით - ირაკლი კობახიძე

20 მაისი, 2024 , 12:00

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევა

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს

20 მაისი, 2024 , 11:53

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

20 მაისი, 2024 , 11:47

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია სამ მილიონ ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, განკარგულება პრემიის გაზრდის

ირაკლი კობახიძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

20 მაისი, 2024 , 11:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. პრემიერმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა. „პირველ რიგში, მინდა სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი