პოლიტიკა
დადგა დრო, დავადასტუროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის - გიორგი კვირიკაშვილი
ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს ერთიანი სტრატეგიული ხედვისა და უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმების არსებობის საჭიროებას ევროპული და რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
„საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით. ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა ევროკავშირთან და ნატო-სთან მიერთება. ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის დემოკრატიის, უსაფრთოების, მშვიდობისა და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია. დადგა დრო, დავადასტუროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-ს დღის წესრიგს, სხვა საკითხებთან ერთად, უნივერსალურად უმნიშვნელოვანესი საკითხი - შავი ზღვის უსაფრთხოებაც დაემატა. საქართველო, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი, ერთგულია მიზნისა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, თბილისის სურვილია, შავი ზღვა ამავდროულად ეკონომიკური თანამშრომლობის ზონად გარდაიქმნას. ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გააკეთა აქცენტი.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში ინვესტირების ნათელი მაგალითი. ეს აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტიცაა, რადგან აბრეშუმის გზა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას სრულად შეცვლის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შესაძლებლობით, მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ და გლობალურ პროგრამებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთოა. ახალი აბრეშუმის გზა არა მარტო მატარებლებს ან გემებს ან კილომეტრებს და მილებს ეხება. ეს თანამშრომლობის ღერძია, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, რადგან აქვს ყველა მონაცემი, მიაღწიოს მდგრად წესრიგს. უფრო მეტიც, საქართველოში ტექნიკა პროგრამულ აღჭურვილობას ხვდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ევროკავშირთან DCFTA გავაფორმეთ, რამაც 500 მილიონიან ერთიან ბაზარზე წვდომა გაგვიხსნა. ჩვენ ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთს ბაზრებსაც ვუკავშირდებით. ამ კუთხით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ამასთან, სავაჭრო ხელშეკრულებებით, გვეძლევა ნორმატიული წვდომაც. კერძოდ, ჩვენ უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და საქართველო გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ჩვენ ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და გენერალიზებული პრეფერენციის სისტემის (GSP) რეჟიმები აშშ-ს, კანადას, იაპონიასთან. ვგეგმავთ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ ინდოეთთან. ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადების, ჩვენი სტრატეგიული განლაგების, ბიზნესის კეთების კუთხით განსაკუთრებულ გარემოს წყალობით, საქართველო რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების მოწინავე ხაზზეა. მიუხედავად ამისა, ეს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის მხოლოს ერთი ნაწილია. განსხვავებულ პრიზმაში ვგულისხმობ გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პრინციპების მიმართ. სწორედ ასე მცირდება რისკები და ასე ვუპირისპირდებით საგარეო საფრთხეებს. ჩვენ ასევე გამჭვირვალე და სანდო პარტნიორები ვართ სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის სხვა გლობალურ პროექტებშიც, რომელთა შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო პროექტის ინიციატივებიც მოიაზრება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

