არქივი
სამართალი
დაიწყოს სამართლებრივი დევნა მირზა სუბელიანისა და სხვა პირების წინააღმდეგ - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პროკურატურას მიმართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიმართა პროკურატურას უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ.
სარალიძის თქმით, ამის საფუძველი გახდა შაბათის „კურიერში“ გავრცელებული სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის, მიხეილ კალანდიას სახლთან. ასევე ირკვევა, რომ ჩხუბის მონაწილეებმა სისხლიანი ტანსაცმელი და სხვა მტკიცებულებები საკანალიზაციო ჭაში ჩაყარეს. კადრებში ჩანს, რომ იქ მირზა სუბელიანიც იმყოფებოდა.
ზაზა სარალიძის თქმით, ამ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე უნდა დაწყებულიყო სუბელიანის სამართლებრივი დევნა, თუმცა პროკურატურამ ეს არ ქნა.
„შემაქვს განაცხადი, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა მირზა სუბელიანისა და სხვა პირების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობა მიიღო დანაშაულის დაფარვაში. ვიდეომასალა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სასამართლოზე გაჟღერებულ ჩვენებებს. დარწმუნებული ვარ, მირზა სუბელიანი ესაუბრა ამ ბავშვებს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ხოლო მეორე მისი ნათესავია და ამ საუბრის შემდეგ არ შეატყობინა ძალოვან სტრუქტურებს მათი ადგილსამყოფელი, რითაც ხელი დააფარა დანაშაულის ჩამდენ პირებს. წესით უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდათ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, თუმცა სამწუხაროდ არანაირი ქმედება გატარებული არაა. ჩემი განაცხადის საფუძველზე, იმედია, პროკურატურა გონს მოეგება და ამ საქმეს მიხედავს ისე, როგორც საჭიროა“, - განაცხადა სარალიძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

