უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს - ნათია მეზვრიშვილი ველისციხის ინციდენტზე
„შს სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ველისციხეში მომხდარ ინციდენტსა და მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განუცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დაისჯება ყველა პირი, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება.
„დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. იქ ბევრი ინციდენტი მოხდა, ზოგი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგი ადმინისტრაციული დარღვევა. სისხლის სამართლის წესით არის დავით კირკიტაძე დაკავებული. მასთან ერთად მყოფი პირიც დაკავებულია, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას. ასევე დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის პირი.
ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება იყოს მომავალში დაკავებული. ჩვენ ვათვალიერებთ ვიდეოებს და ვკითხავთ მოწმეებს.
სამწუხაროა, რომ შეფასება ხდება, როგორც პოლიტიკური დევნა. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25