უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 11:00
font-size

დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი და, ამდენად, ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთეა - ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა.

ოქმში ნათქვამია, რომ ილია მეორემ ხაზი გაუსვა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს და აღნიშნა ამ ფაქტის მნიშვნელობა.

„მისასალმებელ სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს და რომ ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი, როგორც ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთე. ასევე კათოლიკოს-პატრიარქმა საიუბილეო თარიღი მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს“, -წერია ოქმში.

პატრიარქის განცხადებით, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს.

„ 3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ჩვენმა ქვეყანამ წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი იზეიმა.

ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი და, ამდენად, ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთეა.

განსაკუთრებულია ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავის მოქალაქეებთან მიმართებაში და ხალხის პასუხისმგებლობაც, – ქვეყანასთან მიმართებაში.

ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვულოცავთ ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ღვთისა და ქვეყნისათვის ერთგულ მსახურებას.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ! “, -წერია ოქმში.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ