სამართალი
დანაშაულის სტატისტიკა შს მინისტრის გადაწყვეტილებით აღარ ქვეყნდება
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებოთ, თუ რატომ აღარ აქვეყნებს მისი უწყება დანაშაულის სტატისტიკას.
ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
მისი თქმით, სტატისტიკის გამოქვეყნებას სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს.
,,აქამდე იყო დათქმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეგულაცია ამის შესახებ. არანაირი მოთხოვნა, არანაირი კანონი არ მავალდებულებს მე სტატისტიკის გამოქვეყნებას. ასე რომ, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამიყენებს’’, - განაცხადა შს მინისტრმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
20 დეკემბერი, 2025 , 10:35
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანი მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა
19 დეკემბერი, 2025 , 14:51
პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
19 დეკემბერი, 2025 , 10:15
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
17 დეკემბერი, 2025 , 18:01
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
17 დეკემბერი, 2025 , 13:03
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავეს, 14 კი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი
16 დეკემბერი, 2025 , 17:29


