უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
დარბაზიდან გასვლა საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს, ასეთი ქცევა არ გვეკადრება - სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში საქართველოს დელეგაციის ქმედება გააკრიტიკა, რომელიც არ დაესწრო გაეროს რეზოლუციის კენჭისყრას იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით.
დეპუტატის შეფასებით, დარბაზიდან გასვლა არ გამოხატავს პოზიციას, არამედ მისი გამოხატვის შიშს.
„უნდა ვაღიარო, რომ არ მესმის : დარბაზში არგამოცხადება რა პოზიციაა? როცა ამერიკის ჩვენზე არანაკლებ მეგობრებს, თუ გინდ არანაკლებად დავალებულებს, თავიანთი პოზიციის დაფიქსირების არ მოერიდათ ( ანუ საკითხის მიმართ ნეიტრალობა და თავშეკავება კენჭისყრის დროს) . სასაცილო ის არის, რომ ერთნაირად მიუძღვნა მადლობა ამერიკის ელჩმა თავშეკავებულებსა და დარბაზიდან გასულებს ... ანუ არც არაფერი დაშავდებოდა !
თავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს ... ასეთი ქცევა არ გვეკადრება, მგონი, ქვეყანას, რომელმაც ამდენი იბრძოლა და ამდენ ხანს ელოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი ადგილი დაემკიდრებინა .... ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ თავდახრილობას ბოლოს და ბოლოს არავინ გიფასებს, არც მოყმე და არც მტერი... იგი შეიძლება, შეგულიანდეს!“, -დაწერა დეპუტატმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გუშინ გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც მოითხოვს აშშ-სგან, უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. წინააღმდეგ გამოვიდა 9 ქვეყანა: გვატემალა, ისრაელი, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტოგო, მიკრონეზია, ნაურუ, ჰონდურასი და აშშ. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა კენჭისყრისას. საქართველოს დელეგაცია სხდომას არ დასწრებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს აღიარა. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან „წმინდა ქალაქში“ უნდა გადავიდეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




