უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
საზოგადოება
დარეგისტრირდი Code IT-ზე და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი პოპულარიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი Code IT-ია.
საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT, პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.
პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.
ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.
სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:
- - HTML & Css
- - JavaScript & Responsive Page
- - React
Code IT-ს კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად არის დაფინანსებული.
მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება.
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40
თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49
საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

