უკან

პოლიტიკა

31 მარტი, 2018 16:50
font-size

დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” თავის ხმამაღალ სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იტყვის - გიორგი კვირიკაშვილი

დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში, რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

"დღეს გახლავთ ის დღე, როდესაც 18 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის სრულიად ახალი ტრაექტორია განსაზღვრა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოვიგონო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე და გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე კიდევ უფრო განმტკიცდება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამაში ძალიან დიდია თითოეული იმ ადამიანის როლი, რომელიც ამ დარბაზში და არა მხოლოდ აქ იმყოფება, იმ გულანთებული აქტივისტებისა, რომლებიც მთელი საქართველოს მაშსტაბით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების წარმატებას აშენებენ.

დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ის ადამიანები შევარჩიოთ, რომლებიც იქნებიან ლიდერები ადგილზე და ყველაზე კარგად მოიტანენ რეგიონის ხმას პარტიის ცენტრალურ ორგანოებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომლის გაძლიერებაც რაიონებიდან, რეგიონებიდან იწყება და დღეს აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ.

ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის. რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ წარმატების გასამყარებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა