უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
დარწმუნებული ვარ, რომ სანდრა რულოვსი პარლამენტში შევა - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ სანდარა რულოვსი, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და შესაბამისად, ზუგდიდის მაჟორიტარობაზე უარი თქვა, პარლამენტში პარტიის პროპორციული სიით მაინც შევა.
აღნიშნული განცხადება გოცირიძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
,,ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შევა’’, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე შეფასებით, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა იყო სანდრა რულოვსის პირადი გადაწყვეტილება.
კითხვაზე იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმირებული, გოცირიძე ამბობს, რომ პარტიის შიდა საქმეებს საჯაროდ არ გამოიტანს.
,,ის რაც არის პარტიის შიდა საქმე, მე არ ვაპირებ იმის საჯაროდ გამოტანას, ზოგიერთების გულის გასახარად’’, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს მეორე ტურში ბრძოლას.
,,ჩვენ ვაგრძელებთ მეორე ტურში ბრძოლას და სანამ არსებობს თეორიული შანსი, ჩვენ შევეცდებით, რომ ბოლომდე გამოვიყენოთ’’, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


