უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


დავით ჭიჭინაძის განცხადება ირაკლი კობახიძის გადადგომის დაყენების შესახებ არასერიოზულია - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხის შესაძლო დაყენების შესახებ, არასერიოზული უწოდა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ განხეთქილება გუნდში არაა ისეთი მასშტაბური, როგორც ეს ჩანს მედიით.
„პრობლემა არის, თუმცა მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც გახმიანდა, ამ პრობლემის საფუძველი იყო არარეალური. იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია", – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები მისთვის მიუღებელია, მათ შორის გედევან ფოფხაძის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა ირაკლი კობახიძის გადადგომის საკითხი დააყენოს, ჭიჭინაძემ უპასუხა, რომ „თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერი არ არის“.
ინფორმაცია, რომ უმრავლესობის ნაწილმა შეიძლება დააყენოს ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ფოფხაძის განცხადებებს პარლამენტის თავმდჯომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25