უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან ეს არის შავი ლაქა, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე საპარლამენტო მუშაობისთვის - რომან გოცირიძე
„ქართულ ოცნებაში“ სიმართლე დასჯადია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვას.
„დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან ეს არის შავი ლაქა, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე საპარლამენტო მუშაობისთვის. ქვეყანაში კრიტიკული შენიშნვებისგან თურმე დეპუტატიც კი არაა დაცული. მას არ აპატიეს ელემენტარული კრიტიკა, მით უმეტეს, როდესაც ეს კრიტიკა იყო სწორი. ფაქტობრივად, მან დაადანაშაულა სახელისუფლებო უმრავლესობა იმაში, რომ პასუხისმგებლობა კი არ უნდა დაეკისროს მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ პასუხისმგებელია მთელი გუნდი და მთავრობა. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკის გამო კი არა, არამედ არაეთიკური შენიშვნების გამო გაუშვეს, რა არის არაერთიკურობა, ვიღაცას უწოდა კომკავშირელი?
ეთიკა და მორალი ეს არის ინდივიდუალური ცნება და ამის გამო ადამიანის დევნა არის საბჭოთა კავშირის ცხოვრების სტილის გადმოტანა საქართველოში. ეს არის შემაშფოთებელი და ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული მიდრეკილებები. ერთი მხრივ ისჯება კვირიკაშვილი და უკვე სამაგალითოდ ისჯება ჭიჭინაძე. ეს არის საჩვენებელი, რომ ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ გაბედოს სიმართლის თქმა, სიმართლე „ქართულ ოცნებაში“ დასჯადია. ეს არის ამ ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი განცხადებით, დავით ჭიჭინაძე მუშაობის მხრივ ერთ-ერთი აქტიური დეპუტატია და მისი გარიცხვის რაიმე მიზეზი, გარდა პოლიტიკური დევნისა, არ არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


