უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2017 12:55
font-size

დავით ნარმანია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა, საკრებულოში არც მერიის სხვა წარმომადგენლებს გაგზავნის.

”ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან რაიმე სახის შეხება არ აქვს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით გავაკეთეთ. არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომას”, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური პროცესი და საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას ღირსეულ და საკადრისს პასუხს გასცემს.

”საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, როგორც დედაქალაქის მერს საკრებულოში ანგარიშის წარდგენის პრობლემა არასდროს არ მაქვს, მათ შორის გასულ წელს ორჯერ რიგგარეშედაც ვიმყოფებოდი საკრებულოში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუს მოწყობა, მე ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად ახდენენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისათვის: თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დღეს 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს.

ნინო ექვთიმიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა