უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


დავით უსუფაშვილი ხვალ თავის პარტიას წარადგენს
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის ხვალ წარადგენს თავისი ახალი პარტიის წევრებს.
უსუფაშვილის თქმით, მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
„ეს გუნდი ემზადება არჩევნებში მონაწილეობისთვის ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე გუნდის ფორმირების, ამიტომ ეს არ იქნება ყველა მუნიციპალიტეტში სრულფასოვანი კამპანია, თუმცა ბევრგან გვექნება ძალიან საინტერესო კამპანიაც და საინტერესო კანდიდატებიც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფასვილმა არ გამორიცხა, რომ მისმა პარტიამ თბილისის მერობის არჩვენებისთვის წარადგინოს კანდიდატი.
„ვიბრძოლებთ თბილისშიც, ოღონდ ჩვენი ბრძოლა იქნება შრომითი. მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, საინტერესო ვარიანტები გვაქვს“,- თქვა უსუფაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25