უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2018 13:10
font-size

დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე უსაფრთხოებას - ნათია მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყების ეზოში მყოფი ზაზა სარალიძის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იქნება.

მისივე ინფორმაციით, შსს-ის წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ სარალიძესთან.

„ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ის შსს-ის ეზოში საკუთარი ინიციატივით იმყოფება, მას შემდეგ, რაც მისივე სურვილით შეხვედრა მოხდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან და მან შენობა აღარ დატოვა.

ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით სამინისტროს ეზოში. დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე უსაფრთხოებას. ზაზა სარალიძესთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მან უფრო დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მას პერიოდულად ინფორმაციას ვაწვდით მიმდინარე გამოძიების თაობაზე“, -თქვა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ის ეზოში გაათენა. მან განაცხადა, რომ არ დატოვებს შსს-ს იქამდე, სანამ მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას“, არ დააკავებენ.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და