უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
სამართალი


დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:
,,დედის მკვლელობისათვის ბრალდებული ა. მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა.)
განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად მისი გამოტანიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - ნათქვამია განცხაებაში.
ცნობისათვის, ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
18 სექტემბერი, 2025 , 20:10

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
18 სექტემბერი, 2025 , 15:09

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
18 სექტემბერი, 2025 , 13:53