უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 თებერვალი, 2017 11:20
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი ედებოდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაში - მამუკა ნოზაძე

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმვაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და მის მიმართ წაყენებულ ბრალს ეხმაურება ადვოკატი, მამუკა ნოზაძე.

უფლებადამცველი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული შორენა თეთრუაშვილის გვარი.

როგორც ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი ედება არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის დაგეგმვაში, არამედ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში.

ადვოკატის თქმით, ეს არის ოფიციალური ვერსია, რომელიც მას სანდო წყაროდან აქვს.

“საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება, რომლის თანახმადაც, მითითებულია რომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ ბრალი ედებოდა მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაში.

ჩნდება ბუნებრივია ეჭვი, რომ პროკურატურა სიმართლეს არ ლაპარაკობს, რომ ხდება ფალსიფიცირება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისა. როდესაც მნიშვნელოვან საქმეს შეეხება საკითხი, არ შეიძლება დაუმალო საზოგადოებას ბრალის ფორმულირება,“- განაცხადა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:49

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა. ბაჩ

შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი

2 ოქტომბერი, 2025 , 11:14

შსს-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართ

ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს

2 ოქტომბერი, 2025 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენო

სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1 ოქტომბერი, 2025 , 22:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდ

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

1 ოქტომბერი, 2025 , 18:06

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მ