უკან

სამართალი

18 დეკემბერი, 2017 14:10
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ.

მამალაძის ინტერესების დამცველები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების, ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლასა და მსჯავრდებული დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ:

„11 დეკემბერს ვიმყოფებოდი მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ავეჯის განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ხელმოსაწერად შევიტანე. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს წერილობითი განცხადებით უკვე მიმართული ჰქონდა ციხის ადმინისტრაციისთვის მისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით. მე-9 დაწესებულებაში შესვლისას გავიარე უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევედი მსჯავრდებულ მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ჩემთვის უარი არ უთქვამს და არ ჩამოურთმევიათ. პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ისევ გავდიოდი შემოწმებას, ოთახში შემოვიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ამიკრძალა ამ დოკუმენტების „გარეთ“ გატანა, იმ მოტივით, რომ ისინი არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზი სასჯელს იხდის. მე ავუხსენი, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც გიორგი მამალაძის საბანკო ურთიერთობას ეხებოდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ როდესაც გავიდოდი დაწესებულებიდან, ხელახლა გამოვწერდი საშვს, დავბრუნდებოდი პატიმართან და თავად გადავცემდი მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მივიღე აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა და რომ უნდა ჩამოერთმიათ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. საბოლოოდ, ზეწოლით მან ეს დოკუმენტაცია ჩამომართვა. 13 დეკემბერს კი ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ ინფორმაციას, დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას”, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

”საინტერესოა, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება. ასევე გვაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების გამოძიებისთვის გადაგზავნა. გარდა ამისა, მოვითხოვთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე”, - განაცხადა რამიშვილმა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს