უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 თებერვალი, 2017 14:30
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - ირაკლი შოთაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა.

განცხადება უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

,,2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე’’, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:49

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა. ბაჩ

შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი

2 ოქტომბერი, 2025 , 11:14

შსს-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართ

ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს

2 ოქტომბერი, 2025 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენო

სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1 ოქტომბერი, 2025 , 22:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდ

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

1 ოქტომბერი, 2025 , 18:06

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მ