უკან

სამართალი

14 თებერვალი, 2017 15:25
font-size

დეკანოზი გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქს ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გახმაურებულ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ ის წერილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 2015 წლიდან უგზავნიდა.

რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობის დადგენის მიზნით ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს თხოვნით მიმართა, პატიმართან შეხვედრის დროს დაესვა კითხვა მისთვის, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად გაგზავნილი მსგავსი შინაარსის წერილი პატრიარქისთვის.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, ის ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა.

გიორგი ფანცულაიას ცნობითვე, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ არის საუბარი.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს