უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2016 12:25
font-size

დემოკრატიული რეფორმებით საქართველო რეგიონში ლიდერია - თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებმა დაადასტურა, რომ დემოკრატიული რეფორმებით საქართველო ლიდერია რეგიონში.

აქვე აღნიშნულია, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, როგორც 8 ოქტომბრის, ისე 30 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო და პატივს სცემდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებებს.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური ლიდერები მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ და მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რათა ქართველ ამომრჩეველს თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი.

აქვე, გამოთქმულია შეშფოთება ,,ძალადობისა და დაშინების იზოლირებული შემთხვევების გამო.’’
თეთრი სახლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ,,კანონის უზენაესობის შესაბამისად, დაბალანსებულად გამოიძიოს’’ ეს შემთხვევები.

ვაშინგტონი პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის განცხადებაში საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის მოლოდინია გამოთქმული. აქვე ხაზგასმულია, ისიც, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

განცხადებაში ასევე, გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისითაც.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&