უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
სამართალი


დეზერტირობის გამო რუსთავის N17 ციხის გუშაგს პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის N17 ციხის გუშაგს სამუშაო ადგილის უმიზეზოდ, სამსახურებრივი იარაღით გაქცევის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, რიგითმა ტ.ბ.-მ თვითნებურად მიატოვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო. ჯარისკაცი იმავე დღეს დააკავეს.
აღნიშნული შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამინისტროს განცხადებით, ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.
პირველი მუხლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, ხოლო მეორე – დეზერტირობას გულისხმობს, რასაც სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღის თან წაღება ამძიმებს. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ახალგაზრდას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაკავებული ახალგაზრდა ამჟამად, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“, - წერია უწყების განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06