უკან

სამართალი

21 ივლისი, 2018 15:25
font-size

დ.ღ.-მ გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ფარდულში დაპირისპირება სამ პირს შორის გრძელდებოდა, შემდეგ კი, ეს ინფორმაცია შეცვალა - პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წარედგინა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში იმხილება, – განუცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ.

„დ.ღ.-მ გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში აღნიშნული აბსოლუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ამასთან, დ.ღ-მ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს არ შეხვედრია. თუმცა, როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიებით, საწინააღმდეგო დასტურდება.

„დ.ღ. შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს ინციდენტთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს მოტივის დასადგენად, თუ რატომ შეცვალა მან ჩვენება“, – აღნიშნა თორნიკე ნადირაძემ.

საქალაქო სასამართლომ დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს