უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2024 12:09
font-size

დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, მოსთხოვენ ნათესავებმა და მათმა თანამშრომლებმა აქციებზე აღრ იარონ - ლევან ხაბეიშვილი

ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, დებმა, ძმებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანეგბო ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდ გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულს, ვინც საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ასევე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას, ვისაც, ფაქტობრივად, ოჯახებში, სახლებში უცვივდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, როგორც მათ სჩვევიათ - ლაჩრულად, მალულად, მიპარვით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო „ტვ პირველთან“ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც, ფაქტობრივად, აღიარებს სისტემა, რომ არ არსებობს არანაირი სამართალდამცავი ორგანო, არ არსებობს არანაირი პოლიცია და ეს ყველაფერი, ცხადია, გომელაურის, ხარაზიშვილის, ივანიშვილის დავალებით ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს კანონი ხალხზე ზრუნვის სახელით შემოაქვთ. ხალხს რომ სჭირდება, ამიტომ დასდევენ ქუჩებში ადამიანებს, უცვივდებიან სახლში, სცემენ ახალგაზრდებს, ურეკავენ პენსიონერებს, დედებს, მშობლებს, არასრულწლოვან შვილებს და აგინებენ. ეს ყველაფერი თურმე ყოფილა ხალხზე ზრუნვა, ასე გვეუბნება ივანიშვილი.

დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა, აიძულონ, დაიცვან რუსული კანონი, მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, დებმა, ძმებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემები. ასევე, დღეს აპირებენ, ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არ წავიდნენ. მე მინდა მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე- უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, რუსულ კანონსა და ევროპას შორის. ამიტომ, მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, აუცილებლად მალე დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს

20 მაისი, 2024 , 17:17

კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს, მათ მიერ რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. როგორც გამოცემა Politico თავის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით წერს, დოკუმენტი

ხვალ სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტების მარში გაიმართება

20 მაისი, 2024 , 16:49

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ. ისინი რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინი

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა-სალომე ზურაბიშვილი

20 მაისი, 2024 , 15:03

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა ესტონელ კოლეგას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ამ თემაზე მან პოსტი X-ზე გამოაქვე

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას არ ექვემდებარება - თინა ბოკუჩავა

20 მაისი, 2024 , 14:36

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

20 მაისი, 2024 , 14:23

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის მიმართ მხოლოდ ორმა ოპოზიც

საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა - თეა წულუკიანი

20 მაისი, 2024 , 14:09

საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა, -ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი