პოლიტიკა
დღეს ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორისა და შსს-ის თანამშრომლის გამოკითხვა განახლდება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 15:00 საათზე განახლდება. სხდომაზე გაგრძელდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, კახა სირაძისა და საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის გამოკითხვა.
გუშინ სირაძესა და ფხაკაძეს კომისიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კითხვები ისევ აქვთ, მათ კი დღევანდელ სხდომაზე დაუსვამენ.
„გუშინ ჩვენ დავსვით ბევრი შეკითხვა და მივიღეთ პასუხები, თუმცა გადავწყვიტეთ, დღესაც გავაგრძელოთ აღნიშნულ პირთა დამატებითი გამოკითხვა, რათა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ დამატებით ყველა იმ საჭირო საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ ვერ ამოვწურეთ ყველა ის შეკითხვა, რომლის დასმასაც კიდევ ვაპირებთ“, – განაცხადა კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ გუშინდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ მოსმენაზე დასვამს საკითხს, რომ კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რათა ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის თაობაზე. ასევე, ერთ-ერთი მოზარდის, გ.მ.-ის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოხდეს.
„სხდომაზე იქნება განხილული ორი იდეა, რომელიც ჩემ მიერ იქნება შეთავაზებული კომისიისთვის, რომ ჩვენ მივმართოთ რეკომენდაციით შსს-სა და პროკურატურას, ორ კონკრეტულ თემაზე. პირველი ეს არის, ერთ-ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. გ. მ. იყო დაჭრილი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, თუმცა ამ კუთხით საქმე ცალკე არ ყოფილა გამოყოფილი და არც გამოძიება ყოფილა წარმოებული და მეორე არის ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს იქნება განსახილველად გამოტანილი კომისიაზე. განვიხილავთ და შემდეგ კომისია გადაწყვეტს, როგორ, რა ფორმით და როდის შესთავაზოს“, – განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანია გამოკითხული, ნებისმიერი შეფასება უპასუხისმგებლობაა.
უმრავლესობის წევრის თქმით, ის მსგავს რეკომენდაციებს არც შეაფასებს, რადგან მდინარაძის აზრით, ეს ძალიან ნაჩქარევი იქნება. მდინარაძემ დაამატა, რომ საჭიროა საქმის მოწმეების გამოკითხვა.
„ამის შეფასება, დათანხმება ან არდათანხმება, მომდევნო ეტაპის საქმეა, რომელსაც, როგორც მინიმუმ, თვითმხილველების გამოკითხვის შემდეგ გადავწყვეტთ. დათანხმებაზე მაქვს საუბარი. დღეს ეს უპასუხისმგებლო განცხადება და გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ორ მხარეს მოვუსმინეთ და არც ერთი თვითმხილველის ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


