უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ნოემბერი, 2016 09:00
font-size

დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება

დღეს, 18 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში (ი. აბაშიძის გამზ. #26) მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა გადაეცემა პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წაუძღვება.

პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევით დასრულდება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს; ბ) ქმნის კომიტეტებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს; გ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საკვანძო სიტყვები:

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს