პოლიტიკა
დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს - შალვა პაპუაშვილი
მგონი, ჟურნალისტები დეტალურად აკვირდებოდით ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებას. ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ყველაფერი ვნახეთ, საფრთხე, რისკი, თავდასხმა და ა.შ. როგორც ჩვენი შიდა მოღალატე ოპოზიციის, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო ზუსტად და მისი პრინციპული პოზიცია იყო გადამწყვეტი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იყო ზეწოლა – ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი ელჩი პირადად იყო ჩართული ამ ზეწოლაში, რათა საქართველო წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, ადამიანმა ამ ზეწოლას, წნეხს და მოთხოვნებს გაუძლო. მგონი, ამით დაამტკიცა და ზუსტად ამ თვისების გამო იყო, რომ გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ამ წნეხს, გადავრჩით ომს და ნგრევას, რასაც ვერ გადავურჩებოდით, რომ არ ყოფილიყო მაშინდელი მკაცრი გადაწყვეტილებები და დავყოლოდით ზუსტად იმავე ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ უცხო ქვეყნების დროშებს გვიფრიალებდნენ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის დაწყების დღეს, მეორე დღეს, იმ დღეებში. უცხო ქვეყნის დროშებს რომ აფრიალებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მეომრები ომში, დაგვეწესებინა სანქციები, პირდაპირ ხაზზე იყვნენ უკრაინის ხელისუფლებასთან, რამენაირად ჩავეთრიეთ ამ ესკალაციაში. დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ ქვეყანაში მშვიდობაა შენარჩუნებული და დედები კვლავ არ შეიმოსნენ ძაძებით, ამაში არის ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დამსახურება.
„ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც მაშინაც უცხო ქვეყნის დროშების ფრიალით იდგნენ რუსთაველის გამზირზე და დღესაც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. ეს ხალხი პირდაპირ გვექაჩებოდა ომისკენ, ოღონდ შექების სიტყვა მოესმინათ რომელიღაც უცხოელი ელჩისგან, პოლიტიკოსისგან, ამას გადააყოლებდნენ მთელ ქვეყანას. დღეს რომ საუბრობენ გმირ ჯარისკაცებზე, ძაძებით შემოსავდნენ დედებს, რომლებსაც დასატირებელი ეყოლებოდათ ჩვენი შვილები. დღეს ეს ხალხი, მათ შორის, იმასაც ვერ აცნობიერებდნენ, რომ ისინიც გადაურჩნენ ამ ყველაფერს. ასე რომ, რომ არა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცე პოზიცია, საქართველოში საზოგადოება ან დამტირებელი იქნებოდა, ან მისი დატირებით იქნებოდნენ დაკავებული მისი ახლობლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


