უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მაისი, 2018 14:10
font-size

დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას - პრეზიდენტი

„დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილე მიულოცა.

„გილოცავთ, თქვენ შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო, გილოცავთ, რადგან ჩვენი წინაპრების დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამებრძოლებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლებას აღვადგინეთ, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელსაც მთელ მსოფლიოსა და ჩვენ ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთან ერთად, რადგან საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს.

ვულოცავ დღევანდელ დღეს დიასპორის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ, მათი წინაპრების ღვაწლმა მოიტანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებების ჩვენ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველ ოჯახებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ყველა სირთულე ქართველმა ოჯახებმა თავის თავზე გადაიტანეს, მათ საკუთარი ოჯახიებისგაძლიერებით გააძლიერეს სამშობლო.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა უცხოელი მეგობრების მხარდამჭერა.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან. იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთ წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოშია, აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელმაც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე ჩვენს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს.

ბატონო პრემიერო, გილოცავ თქვენს მთავრობასა და მმართველ პარტიას, დღევანდელ დღეს. ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რადგან ამ დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის. ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს და მინდა, მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა.

სრულად საქართველოს მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ 100 წელს გავივლით ისევე იმ პრინციპებითა და ღირებულებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათელია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ეს ჩვენს წინაპირებს მიუციათ ჩვენი კაცობრიობისათვის. დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთ გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა