უკან

დღის კალენდარი

18 აგვისტო, 2025 08:35
font-size

დღის კალენდარი - 18 აგვისტო

წლის 230-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 135 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინადღესასწაული ფერისცვალებისა.

მოწამე ევსელინისა (362); მოწამე პონტი რომაელისა (257); წმიდა ნონასი, დედისა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (374).

წმიდა მოწამე ევსელნი დაიბადა ანტიოქიაში III საუკუნის შუა ხანებში. იგი წმიდა ბასილიკეს თანამოსაუბრე და მისი მოწამებრივი ღვაწლის აღმწერელი იყო. იმპერატორ იულიანეს ბრძანებით 110 წლის წმიდანს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე პონტი ცხოვრობდა III საუკუნეში. ოცი წლის იყო პონტი, როცა პაპმა პონტიანემ ის და მისი ოჯახი მონათლა. მამის სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა ალექსანდრე სევერმა სენატორად დანიშნა. იმპერატორის კარზე წმიდა პონტის ყველა დიდი პატივს ცემდა. იმპერატორ მაქსიმილიანეს დროს წმიდა პონტიმ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.

წმიდა ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა ქრისტიანული მრწამსით აღზარდეს. მისი მეუღლე გრიგოლ არიანზინელი კერპთაყვანისმცემელი იყო. ღვთისმოსავი ნონა ბევრს ლოცულობდა, რათა მეუღლე ჭეშმარიტ რწმენაზე მოექცია. წმიდა ნონა 374 წლის 18 აგვისტოს ტაძარში, ლოცვის დროს გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1810 _ ელიზბარ ერისთავი, 1832 წლის შეთქმულების თავკაცთაგანი. გარდაიცვალა 1870 წელს.

1830 — ფრანც იოზეფ I, ავსტრიის იმპერატორი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1833 — გაბრიელ შანელი, ფრანგი მოდელიერი. გარდაიცვალა 1971 წელს.

1917 — ნოდარ ჩხეიძე, მსახიობი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1933 — რომან პოლანსკი, ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი.

1937 — რობერტ რედფორდი, ამერიკელი კინომსახიობი და რეჟისორი.

1984 - გიორგი ანწუხელიძე, საქართველოს ეროვნული გმირი

გარდაიცვალნენ:

1155 — ჩინგიზ ხანი, მონღოლთა იმპერიის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1227 წელს.

1431 — ალექსანდრე VI, რომის პაპი. გარდაიცვალა 1503 წელს.

1799 — ონორე დე ბალზაკი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1850 წელს.

1950 _ პაულ პეეტერსი, ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი.

2024 - ალენ დელონი, ფრანგი კინომსახიობი.

მოვლენები:

1786 წელი – დაარსდა ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი.

1920 წელი – აშშ-ში ქალებმა არჩევნების მონაწილეობის უფლება მიიღეს.

1951 წელი – გაიხსნა ქუთაისის მანქანათმშენებელი ქარხანა.

1962 წელი – რინგო სტარი „ბითლზებთან“ ერთად გამოჩნდა.

1977 წელი – ელვის პრესლი მემფისში დაკრძალეს.

ღირსსახსოვარი დღეები

ჰავაის კუნძულები _ აშშ-ში შესვლის დღე.

საკვანძო სიტყვები: