უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი _ 2 ოქტომბერი
წლის 275-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 90 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმედონისა (276); მოწამისა ზორსიმე მეუდაბნოისა (IV).
დაიბადნენ:
1452 _ რიჩარდ III, ინგლისის მეფე, ერთ-ერთი ავბედითი ფიგურა ინგლისის ისტორიაში. გარდაიცვალა 1485 წელს.
1847 _ პაულ ფონ ჰინდენბურგი, გერმანელი ფელდმარშალი, გერმანიის პრეზიდენტი 1925_ 1933 წლებში. გარდაიცვალა 1934 წელს.
1851 _ ფერდინანდ ფოში, საფრანგეთის მარშალი. გარდაიცვალა 1929 წელს.
1852 _ უილიამ რამზაი, ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1916 წელს.
1869 _ მაჰათმა განდი, ინდოელი პაციფისტი ლიდერი. მოკლეს 1948 წელს.
1904 _ გრემ გრინი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1991 წელს.
1927 _ რევაზ თაბუკაშვილი, მწერალი და კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1990 წელს.
1934 _ ლომერ ახვლედიანი, კინოოპერატორი.
1954 _ გოდერძი ჩოხელი, კინორეჟისორი, მწერალი. გარდაიცვალა 2008 წელს.
გარდაიცვალნენ:
322 ჩვ. წ. _ არისტოტელე, ბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული.
1853 _ დომინიკ ფრანსუა ჟან არაგო, ფრანგი სწავლული და პოლიტიკური მოღვაწე, დაიბადა 1786 წელს.
1892 _ ჟოზეფ ერნესტ რენანი, ფრანგი მწერალი.
1931 – ტომას ლიპტონი, ცნობილი ჩაის კომპანიის დამაარსებელი.
1974 _ ვასილი შუკშინი, რუსი მწერალი, კინორეჟისორი და მსახიობი.
1983 - ივანე ბაბალაშვილი, ქართველი გენერალ-მაიორი (დ.1906)
2019 - გია ყანჩელი, ქართველი კომპოზიტორი (დ. 1935)
მოვლენები:
1187 წელი – ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა (სალადინმა) ჯვაროსანთა არმია დაამარცხა და დაიპყრო იერუსალიმი.
1540 წელი – ვენეციის რესპუბლიკამ და თურქეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.
1836 წელი – ჩარლზ დარვინი მსოფლიოს გარშემო ხუთწლიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა.
1862 წელი – გაიხსნა სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორია.
1870 წელი – რომი ახლად გაერთიანებული იტალიის დედაქალაქი გახდა.
1924 წელი _ ერთა ლიგამ დაამტკიცა ჟენევის პროტოკოლი საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ.
ღირსსახსოვარი დღე:
გვინეა — დამოუკიდებლობის დღე.
ინდოეთი - განდი ჯაიანთი (მაჰათმა განდის დაბადების დღე).