უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 სექტემბერი, 2025 08:35
font-size

დღის კალენდარი _ 25 სექტემებრი

წლის 268- დღეახალ წლამდე დარჩა 97 დღე.

საეკლესიო კალენდარი

გიორგი ჭყონდიდელისა, დავით აღმაშენებლის მოძღვრისა, მწიგნობართუხუცესისა (1118); მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა (1795); მღდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა (313); მოწამისა იულიანესი და მისთანა 40-თა მოწამეთა (IV); მოწამისა თეოდორე ალექსანდრიელისა; მღვდელმოწამისა კორნუტისა, ნიკომიდიელი (იკონიელი) ეპისკოპოსისა (III).

მღვდელმოწამე ავტონომე იტალიის ეპისკოპოსი იყო. ის ბევრჯერ გადაურჩა ქრისტიანთა დევნის დროს იმპერატორ დიოკლეტიანეს. ბოლოს წარმართებმა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის განმგებლობის ჟამს მღვდელთმთავარ ავტონომეს საფლავზე ეკლესია ააგეს.

მოწამე იულიანე უძველესი ქალაქის ანკვირის მახლობლად ცხოვრობდა. ის ქრისტიანობისთვის სასტიკად აწამეს.

მღვდელმოწამე თეოდორე, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა, დაიბადა ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში. იგი რომაელებმა წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად ჯვარს აცვეს და მახვილით მოაკვდინეს მასზე.

მღვდელმოწამე კორნუტი, ეპისკოპოსი ნიკომისიისა, III საუკუნეში ევნო ქრისტეს სახელისთვის რომის იმპერატორების დეკიოსისა და ვალერიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის ჟამს.

დაიბადნენ:

1866 – ტომას ჰანტ მორგანი, ამერიკელი ბიოლოგი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1945 წელს.

1881 – ლუ სინი, ჩინელი მწერალი, თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1897 – უილიამ ფოლკნერი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1906 – დმიტრი შოსტაკოვიჩი, გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1975 წელს.

1934 – გიზ ჟორდანია, თეატრალური რეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი.

1951 – პედრო ალმადოვარი, ესპანელი რეჟისორი და სცენარისტი.

გარდაიცვალნენ:

1849 – იოჰან შტრაუსი, ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. დაიბადა 1804 წელს.

1970 – ერიხ მარია რემარკი, გერმანელი მწერალი. დაიბადა 1898 წელს.

1983 - ლეოპოლდ III, ბელგიის მეფე

მოვლენები:

1493 – კოლუმბმა ამერიკისკენ მეორე მოგზაურობა დაიწყო.

1513 – ესპანელმა კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ წყნარი ოკეანე აღმოაჩინა.

1818 – ლონდონის ჰოსპიტალში პირველი წარმატებული სისხლის გადასხმა განხორციელდა.

1867 – აშშ-ს კონგრესმა დააარსა პირველი უნივერსიტეტი ზანგებისთვის.

1888 – გაიხსნა ლონდონის სამეფო თეატრი.

1911 – იტალიამ თურქეთს ომი გამოუცხადა.

1929 – ამსტერდამში გაიხსნა ენტონი ვან ლევენჰუკის სახლ-მუზეუმი.

1995 _ მიმოქცევაში გამოვიდა ეროვნული ვალუტა _ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ბილეთები (ლარი).

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშწყნარი ოკეანის დღე.

რუანდა _ ნაციონალური ასამბლეის დღე, რეფერენდუმის დღე, მთავრობის დღე.

მოზამბიკიშეიარაღებული ძალების დღე.

საკვანძო სიტყვები: