უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

29 ოქტომბერი, 2025 08:06
font-size

დღის კალენდარი -29 ოქტომბერი

წლის 303-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 63 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ლონგინოზ ასისთავისა, რომელი იყო წინაშე ჯვარისა უფლისა (I); ღირსისა ზენონ იყალთოელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI).

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი რომაელი მხედარი იყო და იუდეაში მსახურობდა პილატე პონტოელთან. მაცხოვრის ჯვარცმის დროს ის რაზმი, რომელსაც ლონგინოზ ასისთავი მეთაურობდა, გოლგოთას მთას იცავდა, თვით ლონგინოზი კი ჯვარის წინაშე იდგა. იგი მოწმე იყო უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი წუთებისა.

იმ მოვლენებმა ღრმად შესძრეს წარმართი მხედრების სული. ლონგინოზმა ირწმუნა ქრისტე და საჯაროდ აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად.

მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილისა და მისი დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავის რაზმთან ერთად უფლის საფლავთანაც იდგა მცველად. იქ იგი და მისი მხედრები ღირს იქმნენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხილვისა მკვდრეთით. იუდეველებმა სცადეს მოესყიდათ ისინი და იმის ცრუ-მოწმეებად მოეყვანათ, თითქოს ღამით ქრისტეს სხეული მისმა მოწაფეებმა მოიტაცეს. ლონგინოზი და მისი ორი მხედარი ვერ აცთუნა ოქრომ. მათ მტკიცედ ირწმუნეს მაცხოვარი იესო და გადაწყვიტეს მიეტოვებინათ სამხედრო სამსახური. წმიდა ლონგინოზმა დატოვა იუდეა და იესო ქრისტეს, ღვთის ძის, საქადაგებლად თავის სამშობლოში, კაპადოკიაში წავიდა. როცა ამის შესახებ შეიტყვეს, იუდეველებმა დაარწმუნეს პილატე პონტოელი, მხედართა რაზმი გაეგზავნა კაპადოკიაში და სიკვდილით დაესაჯათ წმიდა ლონგინოზი თავის ორ თანამოღვაწესთან ერთად. მხედრებს სურდათ სამშვიდობოს გაეშვათ ისინი და გაქცევაც კი ურჩიეს, მაგრამ წმიდა თანამოღვაწეებმა უარი განაცხადეს, რამეთუ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ვნებულიყვნენ ქრისტესათვის. მაშინ წმიდა მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. მათი სხეულები მათს მიერვე წინდაწინ მითითებულ ადგილზე დაკრძალეს.

დაიბადნენ:

1656 _ ედმუნდ ჰალეი, ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი, გარდაიცვალა 1742 წელს.

1797 _ გაეტანო დონიცეტი, იტალიელი კომპოზიტორი, იტალიური რომანტიკული საოპერო სკოლის წარმომადგენელი, გარდაიცვალა 1848 წელს.

1896 _ თამარ ჭავჭავაძე, ცნობილი მსახიობი, გარდაიცვალა 1968 წელს.

1902 _ ვლადიმერ ზამბახიძე, მწერალი, კრიტიკოსი, გარდაიცვალა 1974 წელს.

1928 _ გიორგი თოთიბაძე, ცნობილი მხატვარი, ფერმწერი.

1952 _ ჯემალ კუხალაშვილი, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1783 _ ჟან ლერონ დ’ალამბერი, ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, დაიბადა 1717 წელს.

1911 _ ჯოზეფ პულიტცერი, ამერიკელი ჟურნალისტი, ლიტერატურის და ჟურნალისტიკის დარგში ცნობილი პრემიის ფუძემდებელი, დაიბადა 1847 წელს.

მოვლენები:

1696 წელი – პეტრე I-მა საფუძველი ჩაუყარა რუსეთის ფლოტს.

1863 წელი – დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია.

1914 წელი – რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს.

1923 წელი – თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. პრეზიდენტად აირჩიეს ქემალ ათათურქი.

1929 წელი – „შავი სამშაბათი“, კრახი აშშ_ს საფონდო ბირჟაზე.

ღირსსახსოვარი დღეები:

თურქეთი _ ეროვნული დღე