უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

5 თებერვალი, 2026 07:55
font-size

დღის კალენდარი - 5 თებერვალი

წლის მე-36 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 329 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მღვდელმოწამე კლიმი ანკვირიელ ეპისკოპოსისა და წმიდა მოწამე აღათანგელოსისა (312) და პავლიანე მოწყალისა — ნოლანის ეპისკოპოსისა (431). ღირსთა მაქსიმე და სალამან ასურთა (დაახლ. 300); წმიდა პავლისე მოწყალისა ნოლანელ ეპისკოპოსისა (431). ორთა მოწამეთა კვიზიკელთა; აქოლე თესალონიკელი ეპისკოპოსისა (IV)

წმიდა ღირსმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა _ ქრისტიანი. ადრეულ სიყრმეში იგი მამით დაობლდა, ხოლო თორმეტი წლისას დედაც გარდაეცვალა. 12 წლის ყრმა ერთმა ღვთისმოშიშმა დედაკაცმა აღზარდა. ის შიმშილობის დროს გაჭირვებულებზე მზრუნველობდა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა კლიმი ჯერ მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ დიაკვნად აკურთხეს. 18 წლისა იგი უკვე ხუცესის წოდებისა იყო, ხოლო 20 წლისა ანკვირის ეპისკოპოსად დაადგინეს.

ღირსი მაქსიმე ასური სირიის ქალაქ კვირში ცხოვრობდა. სულის ხსნისათვის მან თავისი ნებით მიიღო გლახაკება და მოყვასისადმი სამსახურს მიუძღვნა თავისი ცხოვრება. ღირსი მაქსიმე ასური IV საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა.

ღირსი სალამან მდუმარი წარმოშობით ქალაქ კაპერსანიდან იყო. მდინარის ნაპირზე სალამანმა ერთი უდაბნო ნახა, სადაც დაიწყო მდუმარე ცხოვრება და არასდროს დაურღვევია მდუმარების ღვაწლი.

დაიბადნენ:

1748 _ კრისტიან გოტლიბ ნეფე, გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი. გარდაიცვალა 1798 წელს.

1802 _ მარი ფელისიტე ბროსე, გამოჩენილი ქართველოლოგი. გარდაიცვალა 1880 წელს.

1817 _ შარლ ფრანსუა დობინი, გამოჩენილი ფრანგი მხატვარი, გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1878 წელს.

1878 _ ანდრე გუსტავ სიტროენი, ფრანგი ინჟინერ-მექანიკოსი, ავტოკომპანია `სიტროენის~ დამაარსებელი.

1914 _ უილიამ ბეროუზი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1997 წელს.

1925 _ ელენე ყიფშიძე, საქართველოს სახალხო არტისტი. გარდაიცვალა 2004 წელს.

1953 _ ზურაბ ჭავჭავაძე, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. გარდაიცვალა 1989 წელს.

გარდაიცვალნენ:

1679 _ იოსტ ვან დენ ვონდელი, ჰოლანდიელი პოეტი და დრამატურგი.

1881 _ ტომას კარლეილი, ინგლისელი პუბლიცისტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი.

1931 _ გიორგი ნიკოლაძე, ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ალპინისტი.

1947 _ ჰანს ფალადა, ცნობილი გერმანელი მწერალი.

მოვლენები:

1589 წელი _ დაარსდა მოსკოვის საპატრიარქო და არჩეულ იქნა სრულიად რუსეთის პირველი პატრიარქი.

1721 წელი _ პეტრე პირველმა გააუქმა რუსეთის საპატრიარქო და მის მაგიერ დააარსა სინოდი.

1880 წელი _ ზამთრის სასახლეში ბომბი ააფეთქეს _ ეს მეხუთე თავდასხმა იყო ალექსანდრე მეორეზე.

1955 წელი _ გადადგა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მენდეს ფრანსი.

ღირსსახსოვარი დღეები:

მექსიკა — კონსტიტუციის დღე.

სან-მარინო — განთავისუფლების დღე.

ესპანეთი — ქალთა დღესასწაული — წმიდა აგედას დღე.

კონგო — პრეზიდენტის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი