უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

6 ნოემბერი, 2025 08:41
font-size

დღის კალენდარი - 6 ნოემბერი

წლის 309-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 55 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა არეთასი და მისთანა მრავალთა მოწამეთა (523); ნეტარისა ელეზ ვოისი, ეთიოპიის მეფისა (დაახლ. 553-555); მოწამეთა სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (1311-ის შემდეგ); დღესასწაული ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).

დაიბადნენ:

1494 – სულეიმან I კანონმდებელი, თურქეთის სულთანი 1520-1566 წლებში, გარდაიცვალა 1566 წელს.

1814 – ადოლფ საქსი, ბელგიელი ოსტატი, საქსოფონის გამომგონებელი, გარდაიცვალა 1894 წელს.

1835 – ჩეზარე ლომბროზო, იტალიელი ფსიქიატრი და ანთროპოლოგი, გარდაიცვალა 1909 წელს.

1861 – ჯეიმს ნეისმიტი, ამერიკელი ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელმაც 1891 წელს გამოიგონა კალათბურთის თამაში, გარდაიცვალა 1939 წელს.

1916 – ვახტანგ ნინუა, ცნობილი მსახიობი, გარდაიცვალა 1982 წელს.

1928 _ რამაზ პატარიძე, ენათმეცნიერი.

გარდაიცვალნენ:

1893 – პეტრე ჩაიკოვსკი, დიდი რუსი კომპოზიტორი, დაიბადა 1840 წელს.

1941 – მორის ლებლანი, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1863 წელს.

მოვლენები:

1854 წელი – შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტად აირჩიეს აბრაამ ლინკოლნი.

1917 წელი – პეტერბურგში დაიწყო ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალება.

1918 წელი – კრაკოვში გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკა.

1928 წელი – შეერთებული შტატების 31-ე პრეზიდენტად აირჩიეს ჰერბერტ ჰუვერი.

1928 წელი – პოლკოვნიკმა ჯეიკობ შიკმა (აშშ) დააპატენტა ელექტრული საპარსი.

1956 წელი – აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დუაიტ ეიზენჰაუერმა.

ღირსსახსოვარი დღები:

დომინიკის რესპუბლიკა — კონსტიტუციის დღე

მაროკო — მწვანე მარშის დღე

აშშ – საქსოფონის დღე