უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აპრილი, 2025 16:50
font-size

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ჩინჩალაძე და მურუსიძე შეიყვანეს ე.წ. გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების დამრღვევ პირთა სიაში. ამ სიაში მყოფ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

ჩინჩალაძესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე არის ან იყო ჩართული სერიოზულ კორუფციაში სერიოზული კორუფციული ქმედებების განხორციელებით. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მან მიიღო ფინანსური უპირატესობა, როგორც ჯილდო თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულებისთვის. კერძოდ, არასათანადოდ გამოიყენა თავისი გავლენა, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რათა უზრუნველეყო, რომ სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები უპირატესობას ანიჭებდნენ მოქმედ მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას“. ჩინჩალაძე არის ან იყო ჩართული სერიოზულ კორუფციაში სერიოზული კორუფციული ქმედებების განხორციელებით. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უცხოელმა საჯარო მოხელემ, რომელიც ასრულებს აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, მან მიიღო უპირატესობა, კერძოდ, უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმ განზრახვით, რომ, შედეგად, გააგრძელოს თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულება იმის უზრუნველყოფით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები უპირატესობას მიანიჭებენ მოქმედ მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას““.

ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ლევან მურუსიძე არის ან იყო ჩართული სერიოზულ კორუფციაში სერიოზული კორუფციული ქმედებების განხორციელებით. როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მან მიიღო ფინანსური უპირატესობა, როგორც ჯილდო თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულებისთვის. კერძოდ, არასათანადოდ გამოიყენა თავისი გავლენა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, რათა უზრუნველეყო, რომ სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები უპირატესობას ანიჭებდნენ მოქმედ მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას“. მურუსიძე არის ან იყო ჩართული სერიოზულ კორუფციაში სერიოზული კორუფციული ქმედებების განხორციელებით. როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მან მიიღო უპირატესობა, კერძოდ, უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმ განზრახვით, რომ, შედეგად, გააგრძელოს თავისი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულება იმის უზრუნველყოფით, რომ სასამართლო დანიშვნები და გადაწყვეტილებები უპირატესობას ანიჭებდნენ მოქმედ მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას““.

წყარო.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&