პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დროებითი რწმუნებული დაიბარა
დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა მკაცრი განცხადება. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს დროებით რწმუნებულს დაუფარავად გამოუცხადა პროტესტი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების დევნის გამო.
როგორც FCDO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა: „ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერების დაპატიმრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავისუფლებებისა და განსხვავებული მოსაზრებების ჩახშობის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.
არჩევნებში კონკურენტების დაკავება სრულიად შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ აღებული კურსის, ისევე როგორც ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს და განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას.“
განცხადებაში ასევე მკაცრად უარყოფილია „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

