უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აგვისტო, 2018 15:56
font-size

დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის უმრავლესობა კერძო საკუთრებაა, თუმცა მასზე მშენებლობას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს - მაია ბითაძე

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობას არ დაუშვებს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ასე გამოეხმაურა ბითაძე ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის” სარჩელს, რომელიც დიღმის ტყე-პარკში არსებული შენობის საგამოფენო სივრცით ჩანაცვლებას აპროტესტებს.

„ადმინისტრაციული წარმოება ჩვეულებრივი ფორმაა, რომელიც მიღებულია ჩვენ სახელმწიფოში, შესაბამისად, დაველოდოთ მოსაზრებებს, რომლებსაც მომჩივანი მხარე გამოთქვამს, თუმცა ჩვენთვის ძალიან ბუნდოვანია, თუ რაზეა საერთოდ საუბარი. თუ ორგანიზაცია არსებული ბეტონის ინფრასტრუქტურის დანგრევასა და მის ნაცვლად მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებს, იმავე წარმატებით, დიღმის პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე არც გზა უნდა გვქონდეს და არც შენობა- ნაგებობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის უმრავლესობა კერძო საკუთრებაა, იცით რომ ის არასამშენებლო ტერიტორიაა და მასზე მშენებლობას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. სადაც უკვე დგას ბეტონის ნაგებობა, მისი ჩანაცვლება მსუბუქი კონსტრუქციით არის ჩვენი პრიორიტეტი და გაუგებარია, სამართლებრივად რა არგუმენტები ექნება მომჩივან მხარეს“,,-განაცხად მერის მოადგილემ

არასამთავრობო ორგანიზაცია დიღმის ტყე-პარკში კომპანია Kია Mოტორს-ის შენობის ადგილზე საკონცერტო და საგამოფენო სივრცის აშენებას აპროტესტებს, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი, აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, ისეთი ფუნქციის შენობით ჩაანაცვლოს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის განვითარების კონცეფციაში ორგანულად ჩაეწერება „ორანჟერეა“ თავისი ფუნქციით საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. საპროექტო კომპანია ამჟამად, კონკრეტულ პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აიგება.

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ