უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2016 15:40
font-size

დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კახეთში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით ჩატარდა და მას ლაგოდეხელი და ყვარლელი მეწარმეები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში მეწარმეობის განვითარების კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელ მეწარმეებს გააცნო ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კახელი მეწარმეების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდა, რომ იზრდება იმ ბაზრების მოცულობა, სადაც ქართველ მწარმოებლებს შეღავათიანი პირობებით შეუძლიათ პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ჩინეთთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის კვლევაზე სიღარიბის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახამადაც საქართველოში ბოლო წლებში სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო პროგრამებს რეგიონში არაერთი ბენეფიციარი ჰყავს. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომია და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს სთავაზობს.

„შესაბამისად, ჩვენი დღეს ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას - თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სახელმწიფოსთან ერთად, რა პროგრამებით შეიძლება სარგებლობა და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში და როგორ უნდა განვითარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში რთველი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია, როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ასევე ვიტყვი, რომ ეს იყო უპრეცედენტო რთველი, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად არცერთი ინციდენტი არ გვქონია, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე მოწესრიგებულია მთელი პროცესი თავად რთველის და, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კახეთის მოსახლეობა კმაყოფილია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2025 , 09:03

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კ

ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

26 დეკემბერი, 2025 , 17:18

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

26 დეკემბერი, 2025 , 10:44

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ც

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

22 დეკემბერი, 2025 , 16:57

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება

20 დეკემბერი, 2025 , 11:41

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ