სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვაში მმართველი გუნდის წევრები დრამატულს ვერაფერს ხედავენ
ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმიანებიან.
კითხვაზე, რატომ დამალა 20 დღის განმავლობაში პროკურატურამ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია პასუხობს, რომ ამაში დრამატულს ვერაფერს ხედავს.
„გამოძიების მასალები არ ვიცი, არც ის ვიცი, კონკრეტულად რა კითხვებია, მაგრამ მოწმის სახით დაკითხვა ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებაა და ამაში ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს და დრამატულს. თუ კითხვები არსებობს, დაკითხვის დროს შეიძლება ამ ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. მე ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან არ მისაუბრია, არ ვიცი, იცის თუ არა, მაგარმ გამოძიება როცა ასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტს, ადასტურებს, რომ დაკითხვა შედგა, ეს არ არის კონფიდენციალური ინფორმაცია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კვირიკაშვილის გუნდის მიმართ პოლიტიკურ შურისძიებას გამორიცხავს.
„გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და არც უნდა მქონდეს, ზოგადად, რაც შეეხება ამ ადამიანების დაკითხვას, ნებისმიერი ადამიანი, რომლებთანაც ექნება კითხვა გამოძიებას, პროკურატურას, ვალდებულია ამ კითხვებზე გასცენ ამომწურავი პასუხები, მიუხედავად იმისა, ეს იქნება ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა
13 ნოემბერი, 2025 , 16:22
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა
13 ნოემბერი, 2025 , 15:55

