უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2024 17:05
font-size

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩს“ დაავალეს დიმიტრი სამხარაძისა და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა, რომელთანაც მას საუბარი ჰქონდა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრების ბულინგის დავალება მიიღეს.

„24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩს“ დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! 20-მდე აქტივისტმა მზაობა გამოვთქვით, შენთან და შენი ოჯახის წევრებთან დაგვერეკა, ან „ესემესი“ მოგვეწერაო. ჩვენს ჩატში ტექსტს და სავარაუდო საუბრის შინაარსს უშუალოდ ზურა *ლე ჯაფარიძე იწერებოდაო! შენთან მიმართებაში უფრო „ესემესების“ მოწერა დაგვავალესო! არ ვიცი, რომელმა მოგწერა შენს შვილზე, დაგვავალეს, გაგვემწარებინე, ოჯახის წევრების ბულინგი მნიშვნელოვანიაო, რომ ჩამოიშალონ და უკან დაიხიონო! შეშინებული იყო და აგინებდა ზურა *ლე ჯაფარიძეს და „გირჩელებს“, შარში გამხვიეს და მიმატოვესო! კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მომაწოდა! ახლა თხოვნა მაქვს, იქნებ ზურა *ლე ჯაფარიძეს გადასცეთ! ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი!

გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ. როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ, მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! ღორივით დაგაგდო, შენს დედას რომ შე**ცი! შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?! შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო, მე ვიყო ნაცი!“ – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს

20 მაისი, 2024 , 17:17

კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს, მათ მიერ რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. როგორც გამოცემა Politico თავის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით წერს, დოკუმენტი

ხვალ სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტების მარში გაიმართება

20 მაისი, 2024 , 16:49

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ. ისინი რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინი

ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა-სალომე ზურაბიშვილი

20 მაისი, 2024 , 15:03

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა ესტონელ კოლეგას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ამ თემაზე მან პოსტი X-ზე გამოაქვე

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას არ ექვემდებარება - თინა ბოკუჩავა

20 მაისი, 2024 , 14:36

პრეზიდენტის მხრიდან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსული კანონი შელამაზებას და მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

20 მაისი, 2024 , 14:23

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის მიმართ მხოლოდ ორმა ოპოზიც

საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა - თეა წულუკიანი

20 მაისი, 2024 , 14:09

საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა, -ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი