უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 15:25
font-size

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ისეთივე სამუშაოს ჩატარება, როგორიც ბრიუსელმა ჩაატარა -სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ზრდადი ტერორისტული და სხვა საშიშროების პირობებში, სავიზო რეჟიმის გაუქმებას ავტომატურ რეჟიმში არ უნდა ელოდე.

ამის შესახებ ლავროვმა Известия-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, და არის თუ არა მზად რუსეთი, რომ იგივე ნაბიჯი გადადგას.

„საქართველომ სავიზო რეჟიმი არა მარტო რუსებისთვის, არამედ მსოფლიოს 100 ქვეყნის მოქალაქისთვის გააუქმა, ამასთან, დიდ წილად ცალმხრივ რეჟიმში. ასეთია იმ ქვეყნების პრაქტიკა, რომლებსაც ტურისტების მოზიდვა სურთ. მაგრამ, თანამედროვე სამყაროში, სადაც ზრდადია ტერორისტული და სხვა სახის საშიშროებები, არ უნდა გქონდეს იმედი იმისა, რომ სავიზო საკითხში საპასუხო ნაბიჯს ავტომატურ რეჟიმში მიიღებ“,-აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

მან საქართველო -ევროკაშვირის ურთიერთობა მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა,რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2006 წელს გააუქმა, ბრიუსელმა მისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ 2012 წელს დაიწყო.

„ბრიუსელში შეადგინეს გეგმა, რომელიც გულისხმობდა, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის კორექტირებას, რომლის შესრულებაზეც საქართველო ევროკავშირს რეგულარულად ანგარიშს აბარებდა. ბრიუსელი რამდენიმე წლის განმავლობაში სკურპულოზულად მუშაობდა თბილისთან კანონმდებლობის კუთხით, საგარეო უწყებების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პროფილურ უწყებებთან. და ეს პროცესი დასასრულს მხოლოდ ახლა უახლოვდება. ასეთი მასშტაბური სამუშაოს ჩატარება საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს გაწყდა, შუძლებელია“,-აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით,პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივ საფუძველზე, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება გამორიცხული არ არის.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესამუშავებლად ღია ვართ. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყანაში შესვლის წესის მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოვახდინეთ. დღეს, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის სტუმრობა კერძო პირის, ორგანიზაციის, ან მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის მოწვევის საფუძველზე. გასული წლის განმავლობაში, გაცემული ვიზების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ამჟამად, სავიზო რეჟიმის გამარტივებას თითმფრინავების ეკიპაჟებისთვის ვამზადებთ, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის რეისებს ასრულებენ“,-აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი