უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:18პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:08მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს - მოსამართლე გიორგი გელაშვილი
არქივი
კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებას გამოეხმაურა
დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა სოფო ჭუმბურიძემ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების თაობაზე გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქვეყნისთვის სააფთიაქო ნარკომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე, არაეფექტური სისტემური რეაგირების გამო. დიდი იმედი გვაქვს გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია. რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს“, - განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ.
ცნობისთვის, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
საკვანძო სიტყვები:
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება
15 იანვარი, 2026 , 16:05
მაია სანდუს დამოკიდებულება მეტყველებს, რომ მზად არის, გააქროს თავისი ქვეყნის იდენტობა, „ქართული ოცნება“ საპირისპირო პოლიტიკას ვატარებთ, ამიტომ გვაკრიტიკებენ ევრობიუროკრატები - ლევან მაჭავარიანი
14 იანვარი, 2026 , 13:41
მოლდოვას რუმინეთთან შეერთება დამოუკიდებლობის დაკარგვა კი არა, ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება - ზაზა ბიბილაშვილი
14 იანვარი, 2026 , 13:24
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის დაკავებაზე - ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ყველაფერი მართლმსაჯულების საქმეა
14 იანვარი, 2026 , 08:32
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
13 იანვარი, 2026 , 17:39


