უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2017 17:35
font-size

ჯანდაცვის სამინისტროსთან ფსიქიატრული სერვისების დახურვა გააპროტესტეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შშმ ბავშვთა მშობლებმა და არასამთავრობო სექტორმა საპროტესტო აქცია გამართეს ფსიქიატრიული სერვისების დახურვის გამო.

აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია სამინისტროს გადაწყვეტილება, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მწვავე განყოფილებების დახურვის შესახებ.

„ისე შეიცვალა დაფინანსების სისტემა, რომ იძულებული გახდა რამდენიმე კლინიკა , რამდენიმე საავადმყოფოს ფსიქიკური ჯანდაცვის განყოფილებები დაეხურათ . ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემა , ვისაც უშუალოდ ეს პრობლემა აქვთ, ესაა თითოეული ჩვენგანის პრობლემა, ეს კიდევ უფრო ამწვავებს სოციალურ ფონს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს „რესპუბლიკური“ პარტიის თვაჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, კლინიკების დაფინანსების სისტემის შეცვლა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საავადმყოფოებს მანიპულაციების საშუალებას აძლევდა. გასულ წელს ჩატარებულმა მონიტორინგის ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, როცა თვის განმავლობაში მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს არაერთხელ უტარებდნენ მკურნალობას დამატებითი ფინანსების მისაღებად.

უწყების სპიკერის, სოფო ჭუმბურიძის თქმით, დაფინანსების ახალი მეთოდოლოგია ამ რისკებს ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება. ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი - პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უწყებასთან გამართულ აქციას წინ უძღოდა მანიფესტი, რომელშიც დარგის სპეციალისტები მიმართავდნენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მასში ნათქვამი, რომ ამ გადაწყვეტილებამ ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია