სამართალი
ჯარის ძარცვის საქმე - შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური პროცესზე ისევ არ გამოცხადდა
ჯარის ძარცვის საქმე - შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, პროცესზე ისევ არ გამოცხადდა. ის არც წინა სხდომასაც ესწრებოდა.
ღუდუშაური პროკურატურის ოქროს მოწმეა, რადგან სწორედ მან მისცა ჩვენება თავდაცვის ექს მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღდმეგ.
ელიტური კორუფციის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს - განსასჯელის სკამზე სხედან ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრის ყოფილი მოადგილე - გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი იხილავს. სწორედ მან უნდა იმსჯელოს, გადასცემს თუ არა საქმეს არსებითად განსახილველად.
ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
საკვანძო სიტყვები:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
20 დეკემბერი, 2025 , 10:35
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანი მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა
19 დეკემბერი, 2025 , 14:51
პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
19 დეკემბერი, 2025 , 10:15
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
17 დეკემბერი, 2025 , 18:01
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
17 დეკემბერი, 2025 , 13:03
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავეს, 14 კი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი
16 დეკემბერი, 2025 , 17:29


