უკან

სამართალი

4 დეკემბერი, 2024 20:28
font-size

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირია დაკავებული, ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილებია“ ამოღებული - შსს

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

2024 წლის 28 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს. პირდაპირი ეთერების საშუალებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე, ინფრასტრუქტურის დაზიანებებში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ. ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.




``ძლიერი საქართველოს`` ორი წევრი დააკავეს

4 დეკემბერი, 2024 , 17:42

სამართალდამცავებმა ''ძლიერი საქართველოს“   ორი წევრი: ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს. „

პოლიციამ ნიკა გვარამია დააკავა

4 დეკემბერი, 2024 , 16:46

პოლიციამ გირჩი/დროას ოფისთან მისული კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავა. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო

3 დეკემბერი, 2024 , 15:25

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვე

აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული, ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულია 224 ადამიანი - შსს

2 დეკემბერი, 2024 , 09:54

აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, ა

აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა - შსს

30 ნოემბერი, 2024 , 21:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა. უწყების ცნობით, კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე,

თბილისში, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული - შსს

30 ნოემბერი, 2024 , 10:54

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებულ