უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ნოემბერი, 2024 10:54
font-size

თბილისში, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში. არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირია დაკავებული, ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილებია“ ამოღებული - შსს

4 დეკემბერი, 2024 , 20:28

შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფის

``ძლიერი საქართველოს`` ორი წევრი დააკავეს

4 დეკემბერი, 2024 , 17:42

სამართალდამცავებმა ''ძლიერი საქართველოს“   ორი წევრი: ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს. „

პოლიციამ ნიკა გვარამია დააკავა

4 დეკემბერი, 2024 , 16:46

პოლიციამ გირჩი/დროას ოფისთან მისული კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავა. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო

3 დეკემბერი, 2024 , 15:25

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვე

აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული, ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულია 224 ადამიანი - შსს

2 დეკემბერი, 2024 , 09:54

აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, ა

აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა - შსს

30 ნოემბერი, 2024 , 21:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა. უწყების ცნობით, კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე,