უკან
უახლესი ამბები
- 04.12.2024 19:22დროა, ძლიერი ზეწოლა მოვახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს - პრეზიდენტის მოწოდება პარტნიორებს
- 04.12.2024 17:55სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში იმყოფებიან
- 04.12.2024 17:42``ძლიერი საქართველოს`` ორი წევრი დააკავეს
არქივი
სამართალი
4 დეკემბერი, 2024 16:46
პოლიციამ ნიკა გვარამია დააკავა
პოლიციამ გირჩი/დროას ოფისთან მისული კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ნიკა გვარამია სავარაუდოდ, დააკავა.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“.