უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


“ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ აშენებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე, ჯინო აკვაპარკის მიმდებარედ, საცხოვრებელ გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ ახორციელებს.
ჯამში პროექტი 30 ჰექტარ მიწაზე განაშენიანდება, აქედან მშენებლობის პირველი ფაზა 12 000 კვ.მ.-ს მოიცავს და პირველი ეტაპის ჯამური ღირებულება 14.5 მილიონ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული კომპლექსი საცხოვრებელ ბინებს, 5*იან სასტუმრო კომპლექსებს, აპარტ ჰოტელს, ბიზნეს ცენტრს, სამედიცინო და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრს, აკვაპარკს, სავაჭრო ცენტრს, სამედიცინო კლინიკას, ღია ამფითეატრსა და სხვადასხვა გასართობ სივრცეებს მოიცავს, მათ შორის: ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, პადელის, ჩოგბურთის მოედნებს, ველობილიკებს, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა სივრცეებს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება სკოლისა და საბავშვო ბაღის გახსნა. აღნიშნულ პროექტს „ჯინო ჰოლდინგი“ ახორციელებს.
ქართულ დეველოპერულ ბაზარზე „თბილისის ბულვარი“ -ის პროექტი ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეცვალონ ყოველდღიური სტრესით და რუტინით დატვირთული ცხოვრება, სრულიად ახალი, განუმეორებელი გარემოთი. თბილისის ზღვაზე უკვე დაიწყო „თბილისის ბულვარის“ მშენებლობა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ სიკეთით რაც ზღვას, უნიკალურ ტყე-პარკს, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ გარემოს აქვს.
კურორტში ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო. ჩვენი მიზანია შევქმნათ ჯანსაღი გარემო, რომელიც მორგებულია როგორც ურბანული ცხოვრების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც ესწრაფვის მშვიდ, ოჯახურ იდილიას“, - განაცხადა „ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერია და ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს „თბილისის ბულვარს“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სიახლეა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რადგან ის მოიცავს როგორც საცხოვრებელო, ასევე საინვესტიციო, გასართობი, დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად კომპანია მზის ენერგიის გამოყენებას გეგმავს, რისთვისაც თითოეული შენობის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას აპირებს. ჩვენთვის მწვანე მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამიტომ განსაკუთრებით საამაყოა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებაში ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი. მიგვაჩნია, რომ „თბილისის ბულვარი“ ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება და მას ხშირად ესტუმრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები. წარმატებებს ვუსურვებ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29