უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვეში გახდა საქართველოს მოქალაქე - დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალციხეში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს განსაკუთრებული არაფერი არ უთქვამს.
მათიკაშვილი დაეთანხმა ზურაბიშვილის აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის დროს თურქეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ანიჭებდა ორმაგ მოქალაქეობას.
„ფაქტი ერთი არის მართლა ის, რაც საზოგადოებას ახსოვს, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მოქალაქეობა იქნა თვითონ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დარიგებული, ოღონდ რა დამსახურებებით ეს არავინ არ იცის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა საქართველოს მოქალაქე და ამაზე არავის არ უთქვამს ახსნა, თუ რატომ მოხდა ასეთი მასიური დარიგება საქართველოს მოქალაქეობის. ალბათ, სწორედ ეს იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მეტი არაფერი“, - განმარტა მათიკაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გაიხსენა, როგორ ანიჭებდა მოქალაქეობას წარმოშობით თურქებს მიხეილ სააკაშვილი.
„პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე. ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




