უკან

სამართალი

3 ივლისი, 2018 12:10
font-size

ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ - ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა.

სარალიძე პროტესტს განაგრძობს და ამბობს, რომ მას მოთხოვნები არ შეუცვლია და მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს.

“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.

1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე, რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.

ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- აცხადებს სარალიძე.

შსს-თან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

"მოთხოვნა არის დაისაჯოს ადამიანები ბრალეული ქმედებისთვის, რა დანაშაულიც მათ აქვთ ჩადენილი. იმედია ამ სამკვირიანმა ხელისუფლებამ რაღაც შინაარსი გამოიტანა წინა ხელისუფლების მხრიდან ამ მოთხოვნების იგნორისგან და ალბათ ხვდებიან ამ მოთხოვნების სერიოზულობას.

ზაზას შს სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა, რომ კალანდიას არ დაიჭერენ. ამიტომ მიიღო ზაზამ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო,"-აცხადებს კუპრავა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს